ტრამპი: მოლაპარაკება ძალიან კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ირანთან არასდროს იცი, რა იქნება, ვლაპარაკობთ და შემდეგ ყოველთვის გვიწევს მათი დაბომბვა

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

„ირანთან მოლაპარაკება დღეს ძალიან კარგად წარიმართა, ბევრი რამ მივიღეთ, რაც დიდი ხნის წინ უნდა მოეცათ ჩვენთვის. ვნახოთ, რა გამოვა, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, პატივისცემის ნიშნად ირანმა ნავთობით დატვირთულ 20 გემს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება მისცა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების საკითხზე შეთანხმების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანი ყოველთვის სანდო მხარე არ არის.

„მოლაპარაკება ძალიან კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ირანთან არასდროს იცი, რა იქნება. ვლაპარაკობთ მათთან და შემდეგ ყოველთვის გვიწევს მათი დაბომბვა“, – განაცხადა ტრამპმა.