საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა
1769010903
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ გამოიყენებს ძალას გრენლანდიის მოსაპოვებლად.
„ჩვენ, სავარაუდოდ, ვერაფერს მივიღებთ, თუ არ გადავწყვეტ გადამეტებული ძალის გამოყენებას, რის შემთხვევაშიც, გულახდილად რომ ვთქვათ, შეუკავებლები ვიქნებით. მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რაც კი გამიკეთებია, რადგან ხალხი ფიქრობდა, რომ ძალას გამოვიყენებდი. მე არ მჭირდება ძალის გამოყენება. არ მსურს ძალის გამოყენება. მე არ გამოვიყენებ ძალას“, - დასძინა მან.
„ყველაფერი, რასაც აშშ ითხოვს, არის ადგილი, რომელსაც გრენლანდია ჰქვია. ყველაფერი, რასაც ვითხოვთ, გრენლანდიის მიღებაა, სრული უფლებებითა და საკუთრებით, რადგან მის დასაცავად საკუთრება გჭირდება. იჯარით აღებულს ვერ დაიცავ“, - დასძინა მან.