ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1750278256
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება ირანში აშშ-ის სამხედრო ჩართვასთან დაკავშირებით.
„თქვენ არ იცით, საერთოდ ვაპირებ თუ არა ამას. არ იცით. შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო. არავინ იცის, რას გავაკეთებ“, - განაცხადა ტრამპმა.
„ამას გეტყვით: ირანს ბევრი პრობლემა აქვს და მოლაპარაკება სურს. მე კი ვკითხე, რატომ არ აწარმოეთ მოლაპარაკება მანამდე, სანამ ეს სიკვდილი და ნგრევა დაიწყებოდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ირანელებმა მოლაპარაკებების თაობაზე მიმართეს, თუმცა მან უთხრა, რომ „ძალიან გვიანია“.
„მოლაპარაკებებისთვის ძალიან გვიანია. არ ვიცი - ახლა და ერთი კვირის წინანდელ მდგომარეობას შორის დიდი განსხვავებაა“, - დასძინა მან.