„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი არ ასრულებს ჩვენ მიერ სრულად შეთანხმებულ სავაჭრო გარიგებას, მომავალ კვირას მე გავზრდი ტარიფებს ევროკავშირიდან აშშ-ში შემოსულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე - ტარიფი 25%-მდე გაიზრდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„სრულად არის გააზრებული და შეთანხმებული, რომ თუ ისინი მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს აშშ-ის ქარხნებში აწარმოებენ, არანაირი ტარიფი არ დაწესდება. ამჟამად მრავალი ავტოქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებშიც 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო - ეს არის რეკორდი მსუბუქი და სატვირთო მანქანების წარმოების ისტორიაში. ეს ქარხნები, რომლებიც ამერიკელი მუშახელით იქნება დაკომპლექტებული, მალე გაიხსნება“, - აღნიშნა ტრამპმა.