ტრამპი ფიქრობს, რომ მასკი მასთან კიდევ რამდენიმე თვეს იმუშავებს

ტრამპი მასკი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ილონ მასკი ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კიდევ რამდენიმე თვეს იმუშავებს. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ მილიარდერმა რაც შეიძლება დიდხანს იმუშაოს მასთან. მაგრამ, მისი განცხადებით, „დადგება მომენტი, როცა მას წასვლა მოუწევს“, ნაწილობრივ კომპანიების გამო, რომლებსაც ის ხელმძღვანელობს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენი ხანი იმუშავებს მასკი მის ადმინისტრაციაში, ტრამპმა თქვა: „მხედველობაში მაქვს, იმდენ ხანს, რამდენსაც ის მოისურვებს“.