ტრამპი: ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოს ცუდი რამ შეემთხვევათ, თუ ისინი თავიანთ გზას არ შეცვლიან

დონალდ ტრამპი

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან დამატებითი კომენტარი გააკეთა.

Sky News-ის კორესპონდენტის, პოლ კელსოს კითხვაზე, თუ რატომ გამოხატავს უპატივცემულობას ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართ, ტრამპმა უპასუხა:

მათ თავიანთი გზა უნდა შეცვალონ. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის არსებული ვითარების გათვალისწინებით, თუ ისინი არ შეიცვლებიან, ცუდი რამ მოხდება.