წყალი 14 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1769021406
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რა იყო რადიკალების მიზანი 4 ოქტომბერს, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საუბრისას.
მათიკაშვილის თქმით, ეს იყო ხელისუფლების ჩამოშლა, ხელისუფლების ხელში ჩაგდება, პრეზიდენტის სასახლის შტურმი.
„ამ სიმართლეზე, იმაზე, რაზედაც საზოგადოება პრაქტიკულად შეთანხმებულია, ამ ყველაფერზე თვალზე ხელის აფარება და ტყუილის პროპაგანდირება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ კვლავ გამართლებული იყოს ძალადობა საქართველოში და დემოკრატიის ნგრევა არაფორმალურმა ძალებმა ქართველი რადიკალების ხელით გააგრძელონ, რასაც ბუნებრივია ვერ ეღირსებიან“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 13 ბრალდებულის პროცესი გაიმართა - მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.