ტრამპი: ევროპამ უნდა დააღწიოს თავი იმ კულტურას, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში შექმნა - საშინელებაა, რასაც ისინი საკუთარ თავს უკეთებენ, ისინი საკუთარ თავს ანადგურებენ

ტრამპი

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპასთან ცივილიზაციური კავშირები უმნიშვნელოვანესია, კონტინენტი ამჟამად თვითგანადგურების გზას ადგას.

„ჩვენ ღრმად გვწამს იმ კავშირების, რომლებსაც ევროპასთან, როგორც ერთიან ცივილიზაციასთან ვიზიარებთ. მე მინდა ვიხილო მისი წარმატება. სწორედ ამიტომ, ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგეტიკა, ვაჭრობა, მიგრაცია და ეკონომიკური ზრდა, ცენტრალური მნიშვნელობის უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სურს იხილოს ძლიერი და ერთიანი დასავლეთი, რადგან ევროპამ და ამ ქვეყნებმა თავისი საქმე უნდა აკეთონ. მათ უნდა დააღწიონ თავი იმ კულტურას, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში შექმნეს. საშინელებაა, რასაც ისინი საკუთარ თავს უკეთებენ. ისინი საკუთარ თავს ანადგურებენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.