1769027328
ცნობილმა იუთუბერმა ორი შვილი მოკლა - თურქეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
თურქეთის ქალაქ ადანაში, 34 წლის იუთუბერმა და სავიზო კონსულტანტმა სერგენ ალთუნბაშმა თავისი ორი შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
წყვილი 2021 წელს განქორწინდა, მაგრამ ერთ სახლში განაგრძობდნენ ცხოვრებას და ბოლოდროინდელი კამათის შემდეგ ცოლი სახლიდან წავიდა.
სავარაუდოდ, სწორედ ამ ბოლო კონფლიქტის შემდეგ, ცოლი რომ არ დაბრუნდა შინ, სერგენმა აფექტში ჯერ შვილები მოკლა, მერე კი თავი მოიკლა.
მეზობლებმა სროლის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა ოფიცრებმა ალთუნბაშის და მისი შვილების ცხედრები აღმოაჩინეს.
ტრაგედიის შემდეგ ცოლის ნათესავებმა ალთუნბაშის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.











