1756900037
ტრამპი ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთის სამხედრო აღლუმზე მყოფი ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი, შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელით მიმართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და შეახსენა, რომ უცხოელი თავდამსხმელისგან გათავისუფლებაში პეკინს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა და ამისთვის სისხლიც დაღვარა.
„გთხოვ, ჩემი თბილი მოკითხვა გადაეცი ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, ვიდრე ამერიკის წინააღმდეგ შეთქმულებით ხართ დაკავებული”, - მიმართა ტრამპმა ჩინეთის ლიდერს.
რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები პეკინში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთის იაპონიაზე გამარჯვების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრნენ.