ნაფიცმა მსაჯულებმა Cardi B გაამართლეს

კარდი ბი

ნაფიცმა მსაჯულებმა რეპერი Cardi B ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც რეპერს კლინიკის დაცვის ყოფილი თანამშრომელი 2018 წელს მომხდარ თავდასხმაში სდებდა ბრალს.

ნათქვამია, რომ დაცვის თანამშრომელმა ვერ დაამტკიცა ძალადობის, დაუდევრობის ან ემოციური ზეწოლის ელემენტები.

"არ ვხუმრობ...სიკვდილის სარეცელზე რომ ვიყო, ღმერთს ვფიცავარ, ამას სიკვდილის სარეცელზეც ვიტყვი, მე არ შევხებივარ იმ ქალს და თითიც კი არ დამიკარებია მისთვის", — განაცხადა რეპერმა სასამართლო დარბაზის წინ, განაჩენის გამოტანის შემდეგ.

Cardi B-ს — რომლის ნამდვილი სახელი ბელკალის მარლენის ალმანზარია — კლინიკის დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა უჩივლა, რომელიც 2018 წელს ბევერლი ჰილზის ერთ-ერთ შენობაში მუშაობდა, როდესაც რეპერი პირველ შვილზე, კულტურაზე, იყო ორსულად და ექიმთან ვიზიტზე მივიდა. დაცვის თანამშრომელმა, ემანი ელისმა, განაცხადა, რომ Cardi-მ სიტყვიერი შელაპარაკების დროს მას შეაფურთხა და ლოყა ფრჩხილით გაუფხაჭნა. ელისი რეპერისგან, კომპენსაციის სახით, 24 მილიონ დოლარს ითხოვდა.

სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ კლინიკის ექიმიც და მიმღები ადმინისტრატორი, რომლებიც სიტყვიერ შელაპარაკებას შეესწრნენ, ორივე მათგანმა უარყო ცნობები იმის თაობაზე, რომ Cardi B ხელით შეეხო დაცვის თანამშრომლებს.

სასამართლოზე გამოიკითხა თავად რეპერიც, რომლის ჯვარედინი დაკითხვაც ინტერნეტმომხმარებლებისთვის სახალისო ეპიზოდებით გამოირჩეოდა და ვირუსულად გავრცელდა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by CNN (@cnn)