ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს ირანთან კონფლიქტში შუამდგომლობის შეთავაზებაზე უარი უთხრა - ვუთხარი, ვლადიმერ, მოდი, ჯერ რუსეთს უშუამდგომლე, ამაზე მერე იდარდე

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე ირანთან კონფლიქტში შუამდგომლობის შესახებ.

მისივე თქმით, პუტინს ურჩია, ჯერ რუსეთს უშუამდგომლოს და ირანის საკითხზე შემდეგ იდარდოს.

„ვუთხარი, საკუთარს უშუამდგომლე. მოდი, ჯერ რუსეთის მედიაცია იყოს, კარგი? ვუთხარი, ვლადიმერ, მოდი, ჯერ რუსეთს უშუამდგომლე, ამაზე მერე იდარდე“, – განაცხადა ტრამპმა.