ტრამპი აცხადებს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთი პროცენტი უნდა დახარჯონ

დონალ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთი პროცენტი უნდა დახარჯონ. ამის შესახებ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სწორედ პირველი პრეზიდენტობის დროს მოახერხა ალიანსის თავდაცვითი ხარჯების გაზრდა. მისი თქმით, ევროპა აშშ-სთან შედარებით, უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას, თუმცა ნაკლებს ხარჯავს.

ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, თავისი პირველი საპრეზიდენტო მანდატის დროს ნატო-ს ლიდერებთან დახურულ შეხვედრაზე ერთ-ერთმა პრემიერ-მინისტრმა კითხვა დაუსვა: „თუ რომელიმე ქვეყანა თავდაცვაზე მშპ-ს ორ პროცენტს არ დახარჯავს, თავდასხმის შემთხვევაში, აშშ უარს იტყვის ამ ქვეყნის დაცვაზე?“

„მე ვთქვი, რომ ეს მაჩვენებელი ორი პროცენტის ნაცვლად, ხუთი პროცენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა იმ დროისთვის ორპროცენტიანი ზღვარი იყო დადგენილი“, – აღნიშნა ტრამპმა.