„ამ კაცმა ჩემი შვილები გადაარჩინა“ – რას ჰყვება სალომე გოგიაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ
1773217601
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულები“ არიან, როდესაც საქმე აშშ-სა და ირანს შორის ომს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ვიცე-პრეზიდენტთან ირანის წინააღმდეგ ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე უთანხმოება, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ასე არ ფიქრობს.“
„ამ საკითხში ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ვიტყოდი, რომ ის ფილოსოფიურად ჩემგან ოდნავ განსხვავებული იყო. ვფიქრობ, შესაძლოა, ნაკლებად ენთუზიაზმით იყო განწყობილი წინსვლის მიმართ, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს ისეთი რამ იყო, რაც უნდა გაგვეკეთებინა. არ მიგრძვნია, რომ არჩევანი გვქონდა. ეს ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა, ამას ისინი გააკეთებდნენ,“ – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ეს კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც „ეიბისი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯეი დი ვენსმა, რომელიც მედიის ცნობით, დიდწილად ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის საზღვარგარეთ ინტერვენციას, ირანის წინააღმდეგ დარტყმებთან დაკავშირებით საკუთარი ეჭვები შიდა სივრცეში გამოხატა.
როგორც „ეიბისი ნიუსი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, როგორც კი გაირკვა, რომ დარტყმების გაგრძელების გადაწყვეტილება მიღებული იყო, ვენსმა ყურადღება სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერაზე გადაიტანა.