არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ არის იმედგაცრუებული იმ ფაქტით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში მოლაპარაკებებზე არ ჩავიდა.
ტრამპი ამბობს, რომ მას ეს მოლოდინი არ ჰქონდა.
„არა, არ მეგონა. მე სინამდვილეში ვთქვი: „რატომ წავა, თუ მე არ მივდივარ?“ იმიტომ, რომ არ ვაპირებდი წასვლას, არ ვგეგმავდი. წავიდოდი, მაგრამ არ ვგეგმავდი წასვლას. და ვთქვი: „არ მგონია, წავიდეს, თუ მე არ წავალ“. და ეს სწორი აღმოჩნდა. არ მეგონა, რომ პუტინის წასვლა შესაძლებელი იქნებოდა, მე თუ იქ არ ვიქნებოდი“, – აღნიშნა ტრამპმა.