ინციდენტი თბილისის 51-ე სკოლასთან - დაკავებულია 1 პირი
1769006282
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დავოსში უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამასთან, მისივე თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც მუშაობს.
„ვმუშაობ პრეზიდენტ პუტინთან და მას სურს შეთანხმების დადება. მე ამის მჯერა. ასევე ვმუშაობ პრეზიდენტ ზელენსკისთანაც და ვფიქრობ, მასაც სურს შეთანხმების მიღწევა. დღეს მას ვხვდები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
უკრაინულ მედიაში წერენ, რომ დონალდ ტრამპს შეხვედრის დრო სავარაუდოდ აერია და შესაძლოა, დავოსში შეხვედრა შედგეს, თუმცა არა ოთხშაბათს.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგასთან შესახვედრად საკუთარი პირობები დაასახელა. ზელენსკი აცხადებდა, რომ „მოლაპარაკებების შედეგად კონკრეტული შედეგი თუ იქნებოდა, შეხვედრა შედგებოდა“.
„ჩვენი გუნდები ამაზე თუ ისაუბრებენ, მაშინ შეხვედრა შედგება. ჩვენ ყოველთვის გვაქვს შეხვედრები გარკვეული შედეგებით. რა თქმა უნდა, ამერიკასთან შეხვედრები ყოველთვის კონკრეტული შედეგებით – უკრაინის გაძლიერების ან ომის დასრულების მოახლოების მიზნით უნდა დასრულდეს. თუ დოკუმენტები მზად იქნება, ჩვენ შევხვდებით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.