საქართველოს ელექტროსისტემა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1785952261
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებს „უზარმაზარი რაოდენობის“ საბრძოლო მასალა აქვს.
„შეერთებულ შტატებს აქვს „საბრძოლო მასალის“ უზარმაზარი მარაგები, განსაკუთრებით გარკვეული სახეობის. გარდა ამისა, დიდი რაოდენობა მზადდება და შეერთებულ შტატებში იგზავნება, საჭიროებისამებრ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, თავდაცვის კომპანიები აშენებენ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის ქარხნებსა და საწარმოებს.
მანამდე, „სიენენმა“ გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს არმიამ ამოწურა თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემა THAAD-ის რაკეტების თითქმის 80%.