ლოცვები, რომელიც დიდ ხუთშაბათს უნდა წავიკითხოთ
1775710410
საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ტურისტული: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.
საუბარი შეეხო ტურიზმის გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი პაატა კოკაია.
„მსგავსი შეხვედრები ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი. სიტუაცია რთულია, ჩვენი ბრალი არ არის, ეს გლობალური პრობლემაა, მეზობელი ქვეყნებში ომია. შეხვედრაზე ჩვენი გულის ტკივილი გავუზიარეთ. ერთ-ერთი წინადადება, ჩვენ დავაყენეთ ის, რომ ამ მდგომარეობაში დაახლოებით 100 ლარად ვყიდით ნომერს, მაშინ როცა სქიპასი 100 ლარი ღირს. ჯერ კიდევ ორი კვირაა სეზონის დასრულებამდე. სეზონი გადასარევია, სასრიალო თოვლია“,-აცხადებს პაატა კოკაია.