ვინ არის 8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ იორკის მერმა ოცნება აუსრულა
1787643828
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილია ან აფეთქებულია, და დაიმუქრა, რომ გაანადგურებს ნებისმიერ ხომალდს, რომელიც ახალი ნაღმების განთავსებას შეეცდება.
„ახლახან შემატყობინეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილია და/ან აფეთქებულია. ირანს ეცნობა, რომ ნებისმიერი ხომალდი, რომელიც ახალ ნაღმებს განათავსებს, დაუყოვნებლივ და სისტემურად განადგურდება“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ის პოსტში.
„კოსმოსური ძალების მეშვეობით ჩვენ ვადევნებთ თვალს სრუტის თითოეულ კვადრატულ მეტრს, ისევე როგორც „პიკაქსის მთას“ და უკვე განადგურებულ სამ სხვა ბირთვულ ობიექტს. ნაღმების განთავსებაზე მკაცრად მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.