ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანთან ომი პრაქტიკულად დასრულებულია

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან ომი „პრაქტიკულად დასრულებულია“.

„ვფიქრობ, ომი მეტწილად პრაქტიკულად დასრულებულია. მათ აღარ ჰყავთ სამხედრო-საზღვაო ფლოტი, აღარ აქვთ კავშირგაბმულობა, აღარ ჰყავთ სამხედრო-საჰაერო ძალები“, - განუცხადა პრეზიდენტმა CBS News-ს.

CBS-მა პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, ჰქონდა თუ არა რაიმე გზავნილი ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მიმართ, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: „მე მისთვის არანაირი გზავნილი არ მაქვს. საერთოდ არანაირი“.