ტრამპი: ამერიკის მოქალაქეებს ძალიან მალე შეეძლებათ ვენესუელაში გამგზავრება - ისინი იქ უსაფრთხოდ იქნებიან

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესაუბრა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს და აცნობა მას, რომ შეერთებული შტატები გახსნის ვენესუელის თავზე არსებულ კომერციულ საჰაერო სივრცეს.

„ამერიკის მოქალაქეებს ძალიან მალე შეეძლებათ ვენესუელაში გამგზავრება; ისინი იქ უსაფრთხოდ იქნებიან. იქაურობა ძალიან მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. მე მივეცი მითითება შონ დაფის და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს, მათ შორის სამხედროებს, რომ თუ შესაძლებელია, დღის ბოლომდე მინდა ვენესუელის თავზე საჰაერო სივრცე გაიხსნას - თვითმფრინავებს შეეძლოთ ვენესუელაში ფრენა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.