ტრამპი ამბობს, რომ ის ნევროზული ადამიანია

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში გამოსვლის დროს ამომრჩევლებს იმაში გამოუტყდა, რომ ის ნევროზული ადამიანია.

„ვფიქრობ, მეც ნევროზული ადამიანი ვარ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ კონტროლირებადი ნევროზი - ეს ძალიან კარგია. იყო ნევროზული - ცუდია. მაგრამ როდესაც ნევროზს აკონტროლებ, კარგია, რადგანაც ეს ენერგიას გაძლევს“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.