1786692137
ტოკიოს მახლობლად, ჩიბას პრეფექტურაში ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, დედაქალაქ ტოკიოს მახლობლად, ჩიბას პრეფექტურაში ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
მედიის ცნობით, უხვმა ნალექმა, რომელსაც ხელისუფლება „უპრეცედენტოს“ უწოდებს, 20 000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, ხოლო 7 000 მგზავრი ღამით ტოკიოს ნარიტას აეროპორტში დარჩა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეფექტურაში მეხუთე დონის საგანგებო გაფრთხილება გამოაცხადა, რაც უმაღლესი ნიშნულია.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, წვიმა ქვეყანაში პარასკევს დღის ბოლომდე გაგრძელდება.












