თითქმის 30 წლის შემდეგ პირველად, მაიამის მერად დემოკრატი კანდიდატი აირჩიეს

აილინ ჰიგინსი

თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ პირველად, მაიამის მერად დემოკრატი აილინ ჰიგინსი აირჩიეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ჰიგინსმა დაახლოებით 18 პროცენტული პუნქტით დაამარცხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი რესპუბლიკელი კანდიდატი, ემილიო გონსალესი.

ჰიგინსი გახდა პირველი დემოკრატი, რომელმაც 1997 წლის შემდეგ მაიამის მერის თანამდებობა დაიკავა. ის ასევე გახდა პირველი ქალი და პირველი ლათინოამერიკელი, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ აირჩიეს.

ცნობისთვის, გასულ თვეში ნიუ იორკის მერის არჩევნებში ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. ის შტატის ისტორიაში პირველი მუსლიმი მერი გახდა, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს.