VIDEO: შორენა თეთრუაშვილის ემოციური კადრები სამებიდან

შორენა თეთრუაშვილი

მედიაპლატფორმა eklesianews.ge შორენა თეთრუაშვილის კადრებს აქვეყნებს სამებიდან. გავრცელებულ ვიდეოში თეთრუაშვილი ჩანს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქის გადასვენების პროცესი მიმდინარეობდა. „შორენა თეთრუაშვილი გლოვობს პატრიარქს, რომელსაც მრავალი წელი ემსახურა“, - წერია ვიდეოს აღწერაში.

შორენა თეთრუაშვილი წლების განმავლობაში ასრულებდა ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ ფუნქციებს და აქტიურად მონაწილეობდა პატრიარქის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციაში. მისი საქმიანობა საპატრიარქოში, არსებული ინფორმაციით, 1990-იანი წლების ბოლოდან ან 2000-იანი წლების დასაწყისიდან იწყება.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა სიონის ტაძარიში 22 მარტს არის დაგეგმილი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by eklesianews.ge ☦️ (@eklesianews.ge)