მძიმე ავარია ბორჯომში - დაღუპულია ორი ადამიანი
1755845499
აშშ-ის პრეზიდენტი ორშაბათს ტრაბახობდა, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით შეთანხმებას სწრაფად მიაღწია, თუმცა ხუთშაბათისთვის მან განაცხადა, რომ კიევს რუსეთზე ახალი შეტევების გარეშე ომის მოგების შანსი არ აქვს. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მოვლენების ასეთი განვითარება ომის დასრულების უკანასკნელი ძალისხმევის საქმეში ტრამპის წარმავალ ოპტიმიზმზე მიუთითებს.
The Wall Street Journal-ის ცნობით, ტრამპის იმედები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი სამიტის ჩატარების თაობაზე არ გამართლდა. არ გამართლდა მისი სათადარიგო გეგმაც, რომელიც პუტინისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრას გულისხმობდა.
გარდა ამისა, უკრაინაში დასავლური ქვეყნებიდან მშვიდობისმყოფელების გაგზავნის იდეა კრემლმა უარყო.