The Wall Street Journal: რუსეთმა სუმის გარშემო 50 000 ჯარისკაცი განალაგა, რაც უკრაინას სახიფათო მდგომარეობაში აყენებს

WSJ

რუსული ძალები ქალაქ სუმისთან 19 კილომეტრში არიან, რომელიც მოსკოვისთვის ახალ სამიზნეს წარმოადგენს - კრემლი აქტიურად იყენებს თავის რიცხობრივ უპირატესობას ფრონტის ხაზის გასწვრივ მრავალ წერტილში, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

წლის დასაწყისში უკრაინული ძალების რუსეთის კურსკის რეგიონიდან თითქმის სრულად განდევნის შემდეგ, რუსულმა ჯარებმა საზღვარი საპირისპირო მიმართულებით, სუმისკენ გადმოკვეთეს.

ამჟამად ამ ტერიტორიაზე 50 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული, რაც, იქ მყოფი ჯარისკაცების ცნობით, უკრაინელებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.

„მათი მთავარი სტრატეგია არის ჩვენი გამოფიტვა მათი რიცხობრივი უპირატესობით“, - განაცხადა რუსებზე საუბრისას გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ, უკრაინის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა.