1747168660
The Financial Times: ევროკავშირი უკრაინულ იმპორტზე ტარიფების დაწესებას გეგმავს

ევროკავშირი უკრაინული საქონლის იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესებისთვის ემზადება. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტარიფების დაწესება კიევის ეკონომიკას დაარტყამს იმ დროს, როცა ის რუსულ აგრესიას ებრძვის.
როგორც The Financial Times-ი წერს, საუბარია სპეციალური სავაჭრო შეთანხმებების მოქმედების შეწყვეტაზე, რომელიც უკრაინულ საქონელს საშუალება აძლევდა ევროკავშირის ტერიტორიაზე იმპორტს გადასახადის გარეშე შესულიყო.
ტარიფების ამოქმედების გადაწყვეტილება პოლონეთს ეკუთვნის, რომელიც ამ გზით საკუთარი ფერმერების დაცვას ცდილობს.
The Financial Times-ის ცნობით, უკრაინას ევროკავშირთან უკვე აქვს გაფორმებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, თუმცა მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა ომი დაიწყო, ბრიუსელმა დარჩენილი გადასახადების მოქმედება შეაჩერა. აღნიშნული საშეღავათო პერიოდი 6 ივნისს იწურება, და ევროკავშირი მის ჩანაცვლებას „გარდამავალი ზომებით“ აპირებს მანამ, სანამ მხარეები სავაჭრო შეთანხმებაზე იმუშავებენ.
მაგრამ, როგორც ევროპელი დიპლომატები აღნიშნავენ, აღნიშნული გარდამავალი წინადადება სასოფლო სამეურნეო პროდუქციის უტარიფო კვოტებს, რაც უკრაინელი ფერმერებისთვის და ბიუჯეტისთვის მაშველი რგოლია, საგრძნობლად შეამცირებს.
უკრაინის მთავრობის შეფასებით, ომამდე არსებული სავაჭრო პირობებზე დაბრუნება ქვეყნის შემოსავლებს წელიწადში დაახლოებით 3,5 მილიარდი ევროთი შეამცირებს