The Economist: ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი ოფიციალური პირი უკმაყოფილოა ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინის მიმდინარე მხარდაჭერით

ტრამპი

ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი ოფიციალური პირი უკმაყოფილოა ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინის მიმდინარე მხარდაჭერით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Economist ავრცელებს.

კიევის ევროპელი პარტნიორები ცდილობენ უკრაინის საკითხზე ერთიანი ფრონტის წარმოჩენას, დამატებითი დახმარების აღთქმას და პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის ძალების მომზადებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე და არ გამოაცხადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, სამაგიეროდ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობას ცდილობს.

როგორც გამოცემა The Economist წერს, პენტაგონის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა ჰკითხა ერთ-ერთ მოკავშირეს, თუ რატომ აგრძელებს ის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ქაოტური ბუნება გაურკვეველს ხდის, აქვს თუ არა ამ გზავნილებს რაიმე არსებითი შინაარსი, თუ უბრალოდ ხმაურია.