1793896633
თეთრი სახლის წარმომადგენელი: დონალდ ტრამპს არანაირი პრობლემა არ ჰქონია ჯეი დი ვენსის პოსტთან დაკავშირებით
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, რომ დონალდ ტრამპს „არანაირი პრობლემა“ არ ჰქონია ჯეი დი ვენსის პოსტთან დაკავშირებით, სადაც ვიცე-პრეზიდენტმა შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების მთავარ მიზეზად ირანთან ომი დაასახელა.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს შორის უთანხმოება არ არსებობს და აშშ-ის პრეზიდენტი და მისი გუნდი ინფორმირებულები იყვნენ პოსტის შინაარსზე, ვიდრე ის გამოქვეყნდებოდა.
ოფიციალური პირის თქმით, ტრამპს „არანაირი პრობლემა არ ჰქონია ამასთან დაკავშირებით“, რის გამოც მან მხარი დაუჭირა მსგავსი შინაარსის ტექსტის გამოქვეყნებას.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არჩევნებში რესპუბლიკელთა დამარცხების მიზეზი ირანში ომია. მისი თქმით, წაგების მიზეზი სხვა არაერთი საკითხიცაა, მათ შორის ცხოვრების მაღალი ხარჯები და აშშ-ის ურთიერთობა ისრაელთან.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხზე ირანთან ომმა, დიდი ალბათობით, გავლენა მოახდინა, თუმცა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე იმავე გადაწყვეტილებას კვლავ მიიღებდა.











