21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
თეთრი სახლი ადასტურებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში აშშ სამშვიდობო გეგმის მისაღწევად უკრაინასა და რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამშვიდობო გეგმა როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის დადებით შედეგებს მოიტანს.
„სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მარკო რუბიო ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩუმად მუშაობდნენ გეგმაზე. ისინი ორივე მხარესთან რუსეთთან და უკრაინასთან თანაბრად თანამშრომლობდნენ იმის გასაგებად, თუ რა ვალდებულებებს აიღებენ ქვეყნები ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ლევიტმა.
ლევიტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა, გეგმის შესახებ დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ეს კარგი გეგმაა როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ის ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს და ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ მის განსახორციელებლად. აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ჩვენ ვესაუბრეთ დრისკოლს, ის ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი“, – აღნიშნა ლევიტმა.