ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საერთაშორისო ინსტიტუტების სრულ გაკოტრებას ადასტურებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დღეს ტერორისტმა სახელმწიფომ გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობა დაიწყო. გუშინ რუსეთის არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა - ხუთი თვის ბიჭი, მას დანიილი ერქვა. ავდეევკადან, დონბასში. მშობლები დაჭრილები არიან. რუსული არტილერია… და ამავდროულად რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობს. რთული რამის წარმოდგენა, რაც უფრო მეტად ადასტურებს ასეთი ინსტიტუტების გაკოტრებას. ტერორისტები უნდა აგებდნენ, ტერორისთვის პასუხს უნდა აგებდნენ და არა თავმჯდომარეობდნენ, სადაც მოესურვებათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.