1745959161
ტერაქტი ისრაელში - ხაიფას ჩრდილოეთ ნაწილში, ავტობუსის გაჩერებაზე ტერორისტმა ცეცხლი გახსნა, არის მსხვერპლი

ტერაქტი ისრაელში - ხაიფას ჩრდილოეთ ნაწილში, რკინიგზის სადგურთან, ავტობუსის გაჩერებაზე ტერორისტმა ცეცხლი გახსნა.
დაჭრილია ოთხი ადამიანი. თავდასხმას ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით და დანით აქვთ მიყენებული.
პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე მოკლა, ირკვევა, რომ ის ისრაელის მოქალაქეა.