ტექნიკური გაუმართაობა, ფრინველებთან შეჯახება თუ ტერორისტული აქტი - რამ გამოიწვია ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა ინდოეთში

ავიაკატასტროფა ინდოეთში

ბოინგი 787-8. ავიარეისი აჰმადაბადი-ლონდონი, წარმატებული აფრენით და წარუმატებელი დაშვებით, რომელსაც 310 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი და ოქროს მოწმე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, რამეშ ვიშვასკუმარია, რომელიც მომხდარს დეტალურად მედიასთან იხსენებს.

ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან გადმოხტომამდე გარშემო ბევრი, მძიმე სურათის დანახვა მოუწია. რამეშ ვიშვასკუმარი იხსენებს ავიაკატასტროფის მომენტს და ხანძარს, რომელმაც ასობით მგზავრთან ერთად გარეთ მყოფი ადამიანებიც შეიწირა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა, საავადმყოფოში ის დაშავებულებიც მიიყვანეს, ვინც შეჯახების დროს, შენობაში იმყოფებოდა. ათობით დაშავებული დღეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მოინახულა.

რამ გამოიწვია ბოინგის ავარიული დაშვება - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი შავმა ყუთმა უნდა გასცეს, რომელიც არ გახსნილა. მანამდე კი მომხდარის შესახებ, სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ინდოეთის ეროვნული მედიის ნაწილი, ანალიტიკოსებზე დაყრდნობით მიიჩნევენ, რომ ავარია დაგეგმილი ტერაქტია. ხოლო ისინი, ვინც ახლა ვარაუდებს მიღმა უნდა დაადგინონ რეალურად რა მოხდა, სამართლიან და დეტალურ გამოძიებაზე საუბრობენ.

დაღუპულთა ოჯახები ახლა კონკრეტულ კითხვებზე დაზუსტებულ პასუხებს ელოდებიან. მათი მოთხოვნაა, რომ ოფიციალურმა უწყებებმა უმოკლეს ვადებში დადონ დასკვნა, თუ რა გახდა ავიაკატასტროფის რეალური მიზეზი.

ავიაკატასტროფა ინდოეთში გუშინ მოხდა. დაღუპულ მგზავრებს შორის 13 ბავშვია. ინდოეთი სამძიმრის წერილებს მთელი მსოფლიოდან იღებს.