ტემპერატურა -28 გრადუსამდე დაიწევს - პოლონეთსა და გერმანიაში ძლიერი ყინვაა

amindi- yinva

პოლონეთში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე ეცემა, სინოპტიკოსების ვარაუდით, თერმომეტრი -28 გრადუსამდე დაიწევს. დღეისათვის ჰაერის ტემპერატურა -11-15 გრადუსამდე მერყეობს, ძლიერი სიცივის გამო ქვეყანაში მდინარეები გაიყინა.

რეკორდულად დაბალი ტემპერატურის გამო ტბები გაიყინა გერმანიაშიც. ყინულის საფარის ქვეშ მოექცა ქვეყნის უმსხვილესი წყალსატევი მიურიცი. ბერლინში გაყინული ტბები ზამთრის სპორტის მოყვარულთა გასართობ ადგილებად იქცა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ძლიერი ყინვა გერმანიაში მომავალი კვირის განმავლობაშიც შენარჩუნდება.