ტელეწამყვანის ისტორია, რომელიც 10 წლის ასაკში გაიტაცეს და 8 წელი სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი

გატაცებული

1998 წლის 2 მარტს, 10 წლის გოგონა, რომელიც სკოლისკენ მიმავალი გაიტაცეს. ბრიჯიტ სირნიმ, ნატაშა კამპუშის დედამ, პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მისი ათი წლის ქალიშვილი გაუჩინარდა. მისი თქმით, გოგონა სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვი სკოლამდე საერთოდ არ მისულა.

ბავშვის ძებნა მაშინვე დაიწყეს. უახლოესი ტერიტორია საფუძვლიანად შემოწმდა, გაჩხრიკეს ყველა ობიექტი, საქმეში უამრავი პოლიციელი ჩაერთო, თუმცა ბავშვის კვალს ვერსად მიაგნეს. მოგვიანებით, 12 წლის გამვლელმა გოგონამ თქვა, რომ ვიღაცამ ბავშვი თეთრ ფურგონში ძალით ჩასვა, სხვა მოწმეებმაც დაინახეს იმ ტერიტორიაზე ასეთი მანქანა და ადგილობრივი მცხოვრები ვოლფგანგ პრიკლოპილი დააკავა პოლიციამ. მამაკაცი ადრე ტექნიკოსად მუშაობდა და ზუსტად ისეთ მანქანას ფლობდა, როგორსაც მოწმეები აღწერდნენ. როგორც ვოლფანგი ამბობდა, მანქანას სამშენებლო მასალების გადასატანად იყენებდა და ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია

მის მიმართ რაიმე სარწმუნო მტკიცებულება არ არსებობდა, ამიტომაც მამაკაცი მალევე გაათავისუფლეს.

თუმცა, სინამდვილეში კაცს მიწისქვეშა საცავი ჰქონდა აშენებული, ხმის იზოლაციით, ბავშვის ტირილის ხმა არავის ესმოდა. როგორც ჩანს, გამტაცებელი ამ საქმისთვის წინასწარ კარგად მოემზადა. 10 წლის გოგონა მიწისქვეშ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. პრიკლოპილი გამუდმებით სცემდა და მასზე ძალადობდა, პარალელურად კი, ნატაშას ფოტოებს უღებდა. ბავშვს გამუდმებით აშინებდა და ამით სიამოვნებას იღებდა. მოგვიანებით ბუნკერში ხმოვანი მოწყობილობაც დაამონტაჟა, რომელიც განუწყვეტლივ გაიძახოდა: „მოინანიე"... ბავშვი წლების განმავლობაში ტერორსა და შიშში იზრდებოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ გოგონა სრულად დაიმორჩილა, ამიტომ გარეთაც უშვებდა. ბოლოს ქუჩაშიც გაუშვა.

ტყვეობიდან 8 წლის შემდეგ ნატაშას პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ გაქცეულიყო. ვოლფანგმა უთხრა, რომ სახლის გარეთ გასულიყო და ფურგონი მტვერსასრუტით გაესუფთავებინა. ნატაშამ მტვერსასრუტი ჩართო და მაშინვე გაიქცა. ახლომდებარე სახლებზე ზარი დარეკა და ერთ-ერთი სახლიდან მოხუცი გამოვიდა. მან პოლიციას დაურეკა.

გამტაცებელმა გაქცევა სცადა, თუმცა როცა მიხვდა, რომ პოლიცია მის კვალზე იდგა და მათ ხელში აღმოჩნდებოდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ამბის შემდეგ გოგონას მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა. მედია ყველანაირად ცდილობდა, როგორმე დაკავშირებოდა. თავდაპირველად, ჟურნალისტებთან საუბარზე უარს აცხადებდა, მაგრამ შემდეგ დასთანხმდა და ტყვეობის წლებზე ისაუბრა. ამბობდნენ, რომ გოგონას „სტოკჰოლმის სინდრომი" ჰქონდა, როცა მძევალი მოძალადეზე ხდება ემოციურად დამოკიდებული. ამ აზრს ისიც ამყარებდა, რომ პოლიციელები ჰყვებოდნენ, როგორ იტირა კამპუშმა, როცა გაიგო, რომ ვოლფგანგმა თავი მოიკლა და რაღაც ნივთიც კი დაიტოვა მის სამახსოვროდ. ერთხელ კი ნატაშამ თქვა, რომ ერთგვარი დადებითიც ჰქონდა მის იატაკქვეშეთში გამოკეტვას, რადგან ბევრი რამ აიცილა თავიდან, არ დაიწყო მოწევა და დალევა და არ აღმოჩნდა ცუდ კომპანიაში.

წლები გარეთ გამოსვლას და საზოგადოებასთან ურთიერთობასაც გაურბოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვერ ჯდებოდა, თუმცა ნელ-ნელა, გამოვიდა მდგომარეობიდან,მოგვიანებით წიგნიც გამოსცა სახელწოდებით „3096 დღე“, რომელიც ფილმად გადაიღეს.

მერე კი ტელეწამყვანობაც დაიწყო და საკუთარი გადაცემა ჰქონდა. 

ასევე წაიკითხეთ:

„გახსოვდეს, ფულს და ბედნიერებას სიჩუმე უყვარს“ – 2024 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

როგორ ვისწავლოთ ეკონომია: 3 სასარგებლო ჩვევა, რომელიც კრიზისის დროს