1759090256
Telegram-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ საფრანგეთის დაზვერვა მოლდოვაში ოპოზიციური ხმების ცენზურას სთხოვდა, მის სისხლის სამართლის საქმეში დახმარების სანაცვლოდ - Reuters

ტელეგრამის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა კვირას საფრანგეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა, ის ამბობს, რომ მას შუამავლის მეშვეობით სთხოვეს „მოლდოვურ ხმებზე „ცენზურა“ დაეწესებინა“, სანაცვლოდ კი დაჰპირდნენ დახმარებას იმ სისხლის სასამართლო საქმეში, რომელიც საფრანგეთში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამის შესახებ როიტერსი წერს.
„კვირას მოლდოვაში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ამავდროულად, პრორუსული ოპოზიცია ცდილობს ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების გზას ჩამოაშოროს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ის გვერდზე (ყოფილი Twitter) ინგლისურ ენაზე დაწერა, რომ დუროვს მსგავსი ბრალდებები ადრე რუმანეთის მიმართულებითაც ჰქონია, მაშინაც არჩევნების პერიოდში: „რუმანეთის შემდეგ — მოლდოვა. @durov-ს უყვარს ბრალდებების წამოყენება მაშინ, როცა არჩევნები მიმდინარეობს“. - წერს გამოცემა.
დუროვი 2024 წელს დააკავეს საფრანგეთის აეროპორტში. ამჟამად ის სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება და მას ტელეგრამის პლატფორმაზე ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირი ედება ბრალად. დუროვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ საფრანგეთის ბრალდებები „იურიდიულად და ლოგიკურად აბსურდულია“.
დუროვმა კვირას განაცხადა, რომ პარიზში ყოფნისას საფრანგეთის სპეცსამსახურებმა შუამავლის მეშვეობით სთხოვეს, მოლდოვის მთავრობისთვის გარკვეული ტელეგრამ-არხები დაებლოკა. მისი თქმით, „რამდენიმე არხი, რომლებიც აშკარად არღვევდნენ ჩვენს წესებს“, მართლაც წაიშალა, თუმცა შუამავალმა უთხრა, რომ სანაცვლოდ საფრანგეთის სპეცსამსახურები მის საქმეს მოაგვარებდნენ.
ტელეგრამი დუროვმა დააარსა მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთი დატოვა — მან უარი თქვა, დაეხურა ოპოზიციური ჯგუფების გვერდები თავის სოციალურ ქსელში „VK“-ში, რომელიც მოგვიანებით გაყიდა.