სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
„აშშ-მა ორი დიქტატორი მოაშორა თანამდებობას. პუტინი შიშისგან კანკალებს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ტელეგრაფი“.
„ტელეგრაფის“ მიმომხილველი და ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერი ჰამიშ დე ბრეტონ-გორდონი წერს, რომ „ირანზე აშშ-ის ამჟამინდელი თავდასხმის შედეგის მიუხედავად, მან უკვე მიაღწია სტრატეგიულ შედეგს: რეჟიმს თავი მოჰკვეთეს, ფსიქოლოგიური შედეგები კი მთელ მსოფლიოში იგრძნობა, განსაკუთრებით რუსი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინისთვის“.
მისივე თქმით, ირანში ომმა აშკარა დაამტკიცა: ამერიკისა და მოკავშირეების საჰაერო ძალის ხარისხობრივი უპირატესობა რუსულ სისტემებთან შედარებით.
„შესაძლოა, ვაშინგტონის აზროვნებაში გარკვეული თანმიმდევრობა იყოს: ვენესუელა, შემდეგ ირანი და ბოლოს კრემლი… ძალის დემონსტრირების ფსიქოლოგიური ეფექტი ხშირად უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ვიდრე თავად ძალა“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, აშშ-ის ქმედებებს ასევე პირდაპირი გავლენა აქვს უკრაინაში ომზე, რადგან ირანი დიდი ხანია, აწვდის რუსეთს კრიტიკულ აღჭურვილობას, განსაკუთრებით დრონებსა და საბრძოლო მასალას.
დე ბრეტონ-გორდონის თქმით, ეს მიწოდების ხაზი თუ შეწყდება ან განადგურდება, მოსკოვის სამხედრო ძალისხმევა დაზარალდება.