თეირანზე დარტყმის შემდეგ ჩვენ იემენში „ჰუსიტებსაც“ დავარტყამთ, ისრაელზე ვინც ხელს აღმართავს, ეს ხელი მოჭრილი იქნება - ისრაელ კაცი

ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა გაანეიტრალეს.

განგაშის სიგნალი ისმოდა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რაიონში, მათ შორის იერუსალიმის უმეტეს ნაწილში, ბენ გურიონის აეროპორტში, რიშონ ლეზიონსა და დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთ დასახლებაში.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ იემენს თეირანის მსგავსად მოექცევიან.

„თეირანზე დარტყმის შემდეგ ჩვენ იემენში „ჰუსიტებსაც“ დავარტყამთ. ისრაელზე ვინც ხელს აღმართავს, ეს ხელი მოჭრილი იქნება“, – აცხადებს ისრაელ კაცი.