1746733863
თავშესაფარში, 92 წლის ქალს, წყლის ნაცვლად, სადეზინფექციო საშუალება დაალევინეს (საბერძნეთი)

საბერძნეთში, 92 წლის ქალის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის თავშესაფრის მფლობელიც.
ბერძნული მედია წერს, რომ მოხუცს წყლის ნაცვლად სადეზინფექციო სითხე დაალევინეს.
ოჯახმა თავშესაფრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ჩხრეკისას ამოიღეს ბოთლი, რომელშიც სადეზინფექციო საშუალება აღმოჩნდა.
კამერებზე დაფიქსირებულია, რომ მოხუცი ექთანს სთხოვს წყალს, ის კი, ერთ-ერთ ბოთლს იღებს და აწვდის მას, ქალი სითხის სმას იწყებს, მაგრამ არ უკვირს მისი გემო, არ აქვს რაიმე რეაქცია. როცა პერსონალი მიხვდა, თუ რა მოხდა, გამორეცხვები ჩაუტარეს, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდა სადეზინფექციო სითხით სავსე ბოთლი იმ ბოთლებს შორის, რომელშიც წყალი ესხა.
ასევე დაგაინტერესებთ:
აირჩიეთ ყვავილი, რომელიც მოგწონთ ყველაზე მეტად - შეამოწმეთ თქვენი პიროვნების ძლიერი მხარეები
„კრიმინალურ ავტორიტეტს“ მეტსახელად „კოლია ტომსკის“ 10 წელი და 5 თვე მიესაჯა
„17 წლის გოგო მოიტაცა, 2 წლის შემდეგ კი, პარკში, 5 ტყვიით მოკლა...“ - უმძიმესი საქმის დეტალები