პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
“ევროპულ ოჯახში სახელმწიფოს გაწევრიანებისათვის ახალ ეტაპზე გადასვლას თავისი პოლიტიკური ვალდებულებები აქვს, სულ მცირე პოლიტიკური სტაბილურობა, რეალური რეფორმები და სხვა, რაც ოპოზიციური სპექტრის პასუხისმგებლობაცაა. ისინი კი ამ პასუხისმგებლობას გაურბიან და პოლიტიკური განწყობით - სტატუსი მერე, ოღონდ ახლა არა! ქვეყანას აზიანებენ”- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით ამ საკითხის ირგვლივ ოპოზიციური სპექტრის ქილიკი, დაცინვა, არასერიოზული განცხადებები აზიანებს თავად ოპოზიციას და არა ირაკლი კობახიძეს ან სახელისუფლებო გუნდს
“საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო არჩევანია. ამ არჩევანში ოპოზიციაში კოლექტიური სამადაშვილები არ დგანან სახელმწიფოს გვერდით. მათთვის საქართველოსათვის კანდიდატის წევრის სტატუსის მინიჭება არ არის მნიშვნელოვანი, უფრო მეტიც მათი მიზანია კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდეს " ქართული ოცნების" პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია რომ, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის ამოცანაა, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა, (საქართველო 55 ქულით 45-ე ადგილზეა, მოლდოვა 36-ქულით 105 ადგილზეა, უკრაინა 32 ქულით- 122- ადგილი) თითქმის ყველა პარამეტრით საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს, როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან მიმართებით.
სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ იმედი Live ისათვის მიცემულ ინტერვიუში. მან ხაზგასმით აღნიშნა რომ კანდიდატის სტატუსის "მაძიებელთა" შორის საქართველო უალტერნატივო ლიდერია.
ქართული ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკური შიშით უყურებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, ჩნდება განცდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებით მათ თავზე ჩამოექცევათ მათ მიერ საგანგებო რეჟიმში დაგეგმილი ანტისახელმწიფოებრივი მიზნები.
ევროპულ ოჯახში სახელმწიფოს გაწევრიანებისათვის ახალ ეტაპზე გადასვლას ( კანდიდატის სტატუსის მინიჭებას) თავისი პოლიტიკური ვალდებულებები აქვს, სულ მცირე პოლიტიკური სტაბილურობა, რეალური რეფორმები და სხვა, რაც ოპოზიციური სპექტრის პასუხისმგებლობაცაა. ისინი კი ამ პასუხისმგებლობას გაურბიან და პოლიტიკური განწყობით - სტატუსი მერე, ოღონდ ახლა არა! ქვეყანას აზიანებენ.
ამ საკითხის ირგვლივ ოპოზიციური სპექტრის ქილიკი, დაცინვა, არასერიოზული განცხადებები აზიანებს თავად ოპოზიციას და არა ირაკლი კობახიძეს ან სახელისუფლებო გუნდს.
მის განცხადებებზე ტროლების შესევა, "დაჰაჰავება" უკვე არაერთხელ წაგებული ოპოზიციის ხელწერა და პოლიტიკოსობანას თამაშის გაგრძელებაა. ითამაშეთ, არ მოცდეთ ითამაშეთ, საქმეს მაინც საქმის მკეთებლები უყვარს”- წერს მეგრელიშვილი.