"თალიბანის" უარი ტრამპს - დაჯგუფება ბაგრამის სამხედრო ბაზის შტატებისთვის დაბრუნებას არ აპირებს

"თალიბანის" უარი ტრამპს

დაჯგუფება "თალიბანმა" უარით უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოთხოვნას ბაგრამის სამხედრო ბაზის დაბრუნების შესახებ. ინფორმაციას "ფრანს 24" ავრცელებს.

"თალიბანის" წარმომადგენელმა დონალდ ტრამპის ურჩია, "ქვეყნის შიდა საქმეებში" არ ჩაერიოს და აღნიშნა, რომ აშშ-მა, დოჰაში ხელმოწერილი შეთანხმებით, ვალდებულება იკისრა, "არ დაემუქროს ავღანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ძალის გამოყენებით და არ ჩაერიოს შიდა საქმეებში".

ამერიკის პრეზიდენტი ბაგრამის სამხედრო ბაზის დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შედეგებით იმუქრება.

"თუ ავღანეთი არ დაუბრუნებს ბაგრამის ავიაბაზას ამერიკის შეერთებულ შტატებს, მას, ვინც ააშენა, ძალიან ცუდი რამ მოხდება", - წერს ტრამპი "თრუს სოუშალის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.