ტაივანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა

ტაივანი

ტაივანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა, უილიამ ლაიმ გაიმარჯვა. ოპოზიციამ დამარცხება უკვე აღიარა. ამის შესახებ BBC წერს.

ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გამარჯვებულმა ლაიმ პირობა დადო, რომ დაიცავს ტაივანს ჩინეთის საფრთხისგან და შეინარჩუნებს სტატუს კვოს.

დღეს ტაივანში საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართა. ტაივანის პარლამენტი 113 დეპუტატისგან შედგება, მათგან 73 მაჟორიტარია, 34 პარტიული სიით აირჩევა, 6 ადგილი კი კუნძულის აბორიგენი ხალხების წარმომადგენლებისთვისაა გამოყოფილი. საპარლამენტო არჩევნებში 16 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.