ტაივანის პრეზიდენტი: ჩვენ ვართ ტარიფების თაობაზე მოლაპარაკებების პირველ ჯგუფში, ტაივანის სურვილი, გააძლიეროს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა აშშ-თან, შეიძლება, განხორციელდეს ამ შესაძლებლობით

ტაივანის პრეზიდენტი

ტაივანი სავაჭრო პარტნიორთა პირველ ჯგუფში იქნება, რომლებიც აშშ-თან ტარიფებზე მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ჩინ ტემ განაცხადა.

ლაიმ შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების საწყის წერტილად ნულოვანი ტარიფები შესთავაზა.

„ჩვენ ვართ მოლაპარაკებების პირველ ჯგუფში და მთავრობა კარგად იქნება მომზადებული. ტაივანის სურვილი, გააძლიეროს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, შეიძლება, განხორციელდეს ამ შესაძლებლობის გამოყენებით“, – განაცხადა ლაიმ.

ამასთან, აზიის ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ დაიწყეს ან ემზადებიან ვაშინგტონთან მოლაპარაკებების დასაწყებად ტარიფების შესახებ. თეთრი სახლის ცნობით, თითქმის 70-მა ქვეყანამ გამოთქვა მოლაპარაკებების დაწყების სურვილი.