დაათვალიერეთ ბინის ფოტოები, რომელიც 7,2 მილიონ დოლარად იყიდება

ელტონ ჯონის სახლი

ელტონ ჯონის ბინა 7,2 მილიონ დოლარად იყიდება. ელტონ ჯონმა ოფიციალურად იპოვა მყიდველი.

ოთხი საძინებლით, ოთხი სრული სველი წერტილით, სამი ნაწილობრივი სველი წერტილით და თვალწარმტაცი ხედებით, ჯონის ყოფილი საცხოვრებელი ფართი საკმაოდ შესაფერისია გასართობად და ხალხის მასპინძლობისთვის.

მთავარ საძინებელში, სადაც ჯონი ცხოვრობდა, არის გიგანტური კარადები, ასევე დასაჯდომი ადგილი და სპა სტილის აბაზანაც კი.

სახლში არის სპორტული დარბაზიც, ასევე სრული სპა ოთახით - ცხრა პარკინგის ადგილი, ექვსი სათავსო და ხუთი ღვინის შესანახი განყოფილება.

ელტონ ჯონის 2004 წლის ალბომის სახელი, რომელსაც ეწოდა Peachtree Road, შთაგონებული იყო ამ სახლით. 

უცხოური მედიის ცნობით, ჯონს ასევე აქვს სახლები ლოს ანჯელესში, ინგლისში და ვენეციაში, იტალიაში.