„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944
რომის პაპმა ფრანცისკემ, ორშაბათს, მსოფლიოს სუროგაციის გლობალური აკრძალვისკენ მოუწოდა. პაპის თქმით, სუროგაცია სამწუხარო ფაქტია, რომელიც ბავშვს ვაჭრობის საგნად აქცევს.
"სამწუხაროდ მიმაჩნია ეგრეთ წოდებული სუროგატული დედობის პრაქტიკა, რომელიც წარმოადგენს ქალისა და ბავშვის ღირსების სერიოზულ შელახვას, დედის მატერიალური საჭიროებების ექსპლუატაციის საფუძველზე. შესაბამისად, გამოვთქვამ ჩემს იმედს საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, რათა ეს პრაქტიკა საყოველთაოდ აიკრძალოს“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, პრაქტიკა არალეგალურია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ისევე როგორც აშშ-ის ზოგიერთ შტატში.
იტალიაში, ქვეყანაში, რომელიც ვატიკანს გარს აკრავს, სუროგაცია არალეგალურია და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მემარჯვენე კოალიციის მმართველობა, პარლამენტს უბიძგებს კანონი გაახანგრძლივოს, არსებულ აკრძალვა ეხებათ იმ წყვილებსაც, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან პროცედურის განსახორციელებლად.