1747598145
სუდანში საომარი მოქმედებების დროს 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სუდანის არმიამ ქვეყანაში კონტროლის აღდგენის მიზნით, საჰაერო იერიში მიიტანეს გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალების ბაზაზე დედაქალაქ ხართუმთან ახლოს ქალაქ ომდურმანში,- ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, შეტაკებების შედეგად ათობით მებრძოლი და სულ მცირე 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა 595 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს. დაპირისპირებული მხარეები ძალაუფლებისთვის იბრძვიან.