პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მთელი მსოფლიო განსაკუთრებულად აღნიშნავს. საქართველოში ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს ლამაზად აფორმებენ, საბერძნეთში თიხის ჭურჭელს ამსხვრევენ, ისრაელში კი ადამიანები სიმბოლურად გადიან იმავე გზას, რომელიც იესომ ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა.
მრავალფეროვანი ტრადიციები უკავშირდება აღდგომას მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებშიც:
საფრანგეთი
მაგალითად, საფრანგეთის ქალაქ ჰაუხში სააღდგომოდ მთავარ მოედანზე 4500 კვერცხისგანგიგანტურ ომლეტს ამზადებენ და ასობით ადამიანს უმასპინძლდებიან. ლეგენდის თანახმად, სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობისას ნაპოლეონი და მისი არმია დასასვენებლად სწორედ ამადგილას გაჩერდნენ. იმპერატორმა მოქალაქეებს სთხოვა კვერცხები მოეტანათ და ომლეტიმოემზადებინათ. ტრადიცია სათავეს სწორედ ამ დროიდან იღებს.
ვატიკანი
კათოლიკური ეკლესიის ცენტრში, ვატიკანში აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი მორწმუნე ესწრება წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე გამართულ საკვირაო მესას. ამ დროს რომის პაპი ქრისტიანულ სამყაროს საზეიმოდ მიმართავს.
საბერძნეთი
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, დიდ შაბათს მოსახლეობა აივნებიდან ტაფებსა და ქვაბებსისვრის. ძველი ნივთების ფანჯრიდან სროლა ბერძნული სააღდგომო ტრადიციაა, რაც სიმბოლურად რაღაც ახლის დასაწყისსა და გაზაფხულის დადგომას უკავშირდება.
აშშ
ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობით სარგებლობს თამაში, რომელიც „ფერად კვერცხებზე" ნადირობის სახელით არის ცნობილი. ამ დროს მამაკაცები სააღდგომოდ შეღებილ კვერცხებს მინდორში მალავენ, ხოლო ქალები და ბავშვები მათი ძებნით არიან დაკავებულები. ამერიკელები აღდგომას შოკოლადის ბაჭიებითა და ფერადი კვერცხებით ხვდებიან.
პოლონეთი
„სმინგუს-დინგუსი", - ასე ჰქვია ჰქვია პოლონურ სააღდგომო რიტუალს, რომლის დროსაც ადგილობრივები ერთმანეთს წყალს ასხამენ, რათა წარსული შეცდომებისგან გათავისუფლდნენ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყონ. ტრადიცია სათავეს მეთოთხმეტე საუკუნიდან იღებს. მიჩნეულია, რომ გოგონები, რომლებიც ამ დღეს წყლით დასველდებიან, წლის ბოლომდე პარტნიორს აუცილებლად იპოვიან და იქორწინებენ.
გვატემალა
გვატემალაში არც მეტი , არც ნაკლები, დღესასწაულის წინა დღეს ქუჩაში ფერად ხალიჩებს აგებენ. მათ შესაქმნელად მოსახლეობა ყვავილებს, ხილსა და ბოსტენულს იყენებს. ამბობენ, რომ ამით ისინი ღვთისადმი სიყვარულს, რწმენასა და აღდგომის სიხარულს გამოხატავენ.
ფლორენცია
ფლორენციის მცხოვრებლები ყოველ წელს სკორპიო დელ კაროს, იგივე „ეტლის აფეთქებას" აღნიშნავენ. დეკორატიული ეტლს, რომელიც ფოიერვერკებითაა სავსე, მეთხუთმეტე საუკუნის სამოსში გამოწყობილი მოსახლეობა ქალაქის ყველა ქუჩაში დაატარებს. სააღდგომო წირვის შემდეგ კი, ფლორენციის მთავარეპისკოპოსი მას ცეცხლს უკიდებს. ადგილობრივების თქმით, სააღდგომო ტრადიცია კარგი მოსავლის საწინდარია.
მიუხედავად განსხვავებული სააღდგომო ტრადიციებისა, მსოფლიო მასშტაბით ადამიანები ამ დღესასწაულს მოუთმენლად ელიან და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს სიხარულით ზეიმობენ.