გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
სუდანის ქალაქ პორტ სუდანში რამდენიმე აფეთქება მოხდა. პორტ სუდანში უკვე მესამე დღეა დაპირისპირება მიმდინარეობს.
სუდანში ორწლიანი სამოქალაქო ომის გამო, ასობით ათასი იძულებით გადაადგილებულმა პირმა თავშესაფარი სწორედ პორტ სუდანში იპოვა.
არმიასა და პარამილიტარულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის კონფლიქტმა მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა.
პორტ სუდანში გაერო-ს ოფიციალური პირების, დიპლომატების, დახმარების სააგენტოებისა და არმიის მოკავშირე სამინისტროების მთავარი სამსახურებია განთავსებული.
თვითმხილველის თქმით, თავდასხმის დროს ასევე დაზიანდა ქვეყნის ლიდერის, გენერალ აბდელფატა ალ-ბურჰანის რეზიდენციის მახლობლად მდებარე სასტუმრო.
ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, არმიამ წარმატებით განდევნა „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ცენტრალური სუდანის უმეტესი ნაწილიდან.
პარამილიტარულმა დაჯგუფებამ სახმელეთო შეჭრის ნაცვლად უპილოტო აპარატებით თავდასხმა დაიწყო, რომლებიც არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ელექტროსადგურებსა და სხვა ობიექტების წინააღმდეგ არის მიმართული.