სტუმრებს არასდროს უკვირთ, როცა შეკვეთა არასწორად მოაქვთ... - ტოკიოში, დემენციაზე ცნობიერების ასამაღლებლად, რესტორანი შექმნეს

რესტორანი

 ტოკიოში არსებობს რესტორანი, სადაც დემენციის მქონე ადამიანები შეკვეთას არასწორად მოგიტანენ.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კვების დაწესებულება საზოგადოებაში დემენციაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა. სწორედ ამიტომ, სტუმრებს არასდროს უკვირთ, როდესაც მათ მაგიდასთან შეკვეთა უმეტესწილად არასწორად მიაქვთ.

დემენცია პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც კოგნიტური უნარ-ჩვევების მოშლას იწვევს. დიაგნოზის მქონე პაციენტებს მეხსიერების, სივრცეში ორიენტაციის, მეტყველებისა და მსჯელობის უნარი უქვეითდებათ. დაავადება უმეტესწილად 65 წლის ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებში გვხვდება. ბოლო მონაცემებით, ამ ასაკობრივ კატეგორიაში დემენციით მსოფლიო მოსახლეობის 20%-მდეა დაავადებული. ზოგიერთ შემთხვევაში, დიაგნოზი შესაძლოა ახალგაზრდებშიც შეგვხვდეს.

ტოკიოს რესტორანში როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ასევე ახალგაზრდებსაც შეხვდებით. იდეის ავტორი იაპონელი სატელევიზიო პროდიუსერი, შირო ოგუნია. რესტორანს საქველმოქმედო დანიშნულება გააჩნია და შემოსული თანხა მთლიანად დემენციით დაავადებული ადამიანების მკურნალობას ხმარდება.

როგორც ოგუნი ამბობს, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტები საზოგადოებისგან ხშირად იზოლირებულები არიან, რაც მათი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს. რესტორანში ისინი სოციალიზაციასაც ახერხებენ და თანაც აქ უკვე ჩვეულებადაა აღქმული, რომ სტუმრები დიდი ალბათობით არასწორ შეკვეთას მიიღებენ. პროექტის ავტორს სჯერა, რომ რესტორანი საზოგადოებაში დემენციისადმი მიმღებლობასა და ზოგადი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.